ჩემს მიერ შექმნილი რესურსები

                   სასწავლო რესურსი ,,ვსწავლობთ სქემებით“
                                        გარეული ცხოველები
                                                კომიქსი

1http://www.toondoo.com/cartoon/12952193
                             ელექტრონული რესურსის რეფლექსია
  საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
  რესურსის დასახელება: კომიქსი ,,ქოჩორა“
  მიზნობრივი ჯგუფი: IIკლასი
  რესურსის ავტორი: ნატო ნიქაბაძე
საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მიზნები:
ქართ. დაწყ.(1).7.მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება. ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის (მაგ. ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
         2016 წელს ჩატარებულმა pirls-ის საერთაშორისო კვლევამ საგანგაშო შედეგი დადო. ქართველი მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირთ ტექსტის გაგება-გააზრება. გაგება-გააზრება კი ყველა საქმიანობის მთავარი ბერკეტია. ეს პრობლემა ჩემს კლასშიც არსებობდა მის აღმოსაფხვრელად ვებგვერდის toondoo.com-ის დახმარებით დავამზადე კომიქსები. კომიქსი ესაა ვიზუალური ხელოვნების ფორმა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის კომბინაციისაგან. მისი დახმარებით მოსწავლე ტექსტ ყოფს მონაკვეთებად, აჯამებს თითოეულ აბზაცს, ადგენს გეგმას, მოკლედ გადმოსცემს ტექსტის ძირითად სათქმელს და საბოლოო ჯამში უმარტივდება გაგება-გააზრება. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერ ამას უდიდესი ხალისით აკეთებს. სწორედ ამიტომ ხალხური ზღაპრის ,,ქოჩორას“ შესწავლისას დავამზადე ეს რესურსი. იგი მეორე კლასში გამოვიყენე მან გამიმარტივა ზღაპრის შინაარსის მოსწავლეებისთვის სწავლება. საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი. ამიტომ, შევეცდები ხშირად შევქმნა კომიქსები, მოსწავლეებს ავუმაღლო მოტივაცია, დავეხმარო შესწავლილი ტექსტის გაგება-გააზრებაში და ძალდაუტანებელი გავხადო სასწავლო პროცესი.
    რესურსი აკმაყოფილებს ჩემი მოსწავლეების საჭიროებებსა და მოთხოვნებს, განაწყობს მათა პოზიტიურად. გაუჩნდათ რწმენა, რომ კომიქსის დახმარებით შეძლებდნენ ზღაპრის შინაარსის გადმოცემას, რადგან იგი საინტერესო და დაძლევადია.
    რესურსის გამოყენება შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე I,II და III კლასებში იგი დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში.



ბანქო










                        სასწავლო რესურსის რეფლექსია და გამოყენების ინსტრუქცია
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
რესურსის დასახელება: სიტყვების ბანქო
მიზნობრივი ჯგუფი: დაწყებითი საფეხური I-VI კლასები
რესურსის ავტორი: ნ. ნიქაბაძე
საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მიზნები:
ქართ. დაწყ.(1).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს ენობრივ ფორმებზე დაკვირვება
·        ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და   მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს…).
             რესურსი შევქმენი იმისათვის რომ მოსწავლეებს დავეხმარო შესასწავლი საკითხის გააზრებაში. იგი აკმაყოფილებს საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ემსახურება სახელმძღვანელოს გამდიდრებას. (მოგეხსენებათ დაწყებით კლასებში არ გვაქვს ცალკე გრამატიკის სახელმძღვანელო).
             რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეს გრამატიკული მასალა ხალისით და ძალდაუტანებლად შეისწავლოს. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას დაწყებით საფეხურის ყველა კლასში. წარმოადგენს ,,სიტყვების“ ბანქოს. კარტებზე წერია სიტყვები : (თითოზე თითო) არს. სახელები, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელები, ზმნები და ზმნიზედები. საწყის ეტაპზე გამოვიყენებთ მხოლოდ არსებითი სახელებისა და ზმნების ბანქოს. ყოველ მომდევნოს სიტყვათა ჯგუფის შესწავლისას დავამატებთ შესაბამის კარტებს.  თამაშში მონაწილეობა შეუძლია 2, 3, ან 4 მოსწავლეს.  სიტყვების რაოდენობა მასწავლებელმა შეიძლება თავად შეარჩიოს. თამაში ასე წარიმართება: ერთ-ერთი მოსწავლე არიგებს 6-6 კარტს ყოველ მოთამაშეზე. დარჩენილი კარტებიდან აიღებს ერთს და გახსნის. წაიკითხავს სიტყვას დაასახელებს რომელ სიტყვათა ჯგუფს მიეკუთვნება იგი და ა. შ. მომდევნო მოთამაშე ჩამოდის მხოლოდ აღნიშნული ჯგუფის სიტყვის კარტს. არ ქონის შემთხვევაში გამოტოვებს სვლას. თამაშის პროცესში მობილიზებულია ყველა მოთამაშე. ყურადღებით აკვირდებიან ,,მოწინააღმდეგეებმა“ შეცდომით არ ჩამოდონ არასწორი ბანქო. ასეთ შემთხვევაში თხოვენ დაასაბუთოს, რომ ეს სიტყვა აღნიშნული მეტყველების ნაწილია, საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს ამას. პირველი მოთამაშე  ჩამოდებს კარტს ნებისმიერი სიტყვათა ჯგუფიდან და გრძელდება თამაში.
       გამარჯვებულები არიან მოსწავლეები რომლების ადრე დაასრულებენ თამაშს, ხოლო დამარცხებულია ის ბოლო მოთამაშე,  რომელიც ყველაზე გვიან ამთავრებს თამაშს.
       რესურსი დაეხმარა მოსწავლეებს შესწავლილი მეტყველების ნაწილების ღრმად გაგებაში. გაუჩნდათ რწმენა, რომ შეძლებდნენ ამ გრამატიკული მასალის შესწავლას. რესურსი საინტერესო იყო. მოსწავლეები პოზიტიურად განეწყვნენ, კომფორტულად იგრძნეს თავი თამაშში. წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, სწორად დააჯგუფეს სიტყვები.




რესურსის თემა: ზმნების დაჯგუფება დროის ფორმათა მიხედვით https://learningapps.org/display?v=pj5mgrqmc19

 ელექტრონული რესურსის რეფლექსია
მასწავლებელი: ნატო ნიქაბაძე
კლასი: II
საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მიზნები:
   ქართ. დაწყ. 1. 14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება. (მართებულად იყენებს ზმნის დროებს)
   მოსწავლეები დიდ ინტერესს იჩენენ ელექტრონული რესურსების მიმართ. მათი მოტივაცია და ჩართულობა მნიშვნელოვნად მაღლდება საგაკვეთილო პროცესში. ისინი ხალისით სწავლობენ რთულ საკითხებსაც კი. ამან განაპირობა დამემზადებინა რესურსი გრამატიკული მასალის შესასწავლად. იგი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის ადეკვატურია, მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებზე და ინტერესს აღძრავს მათში ისინი ფლობენ წინარე ცოდნას აღნიშნული საკითხის მიმართ და რესურსი სწორედ ამ ცოდნის შემოწმების მიზნით გამოიყენება.
    რესურსი დამზადებულია პროგრამა learningapps-ის მეშვეობით. რესურსის გამოყენება ინდივიდუალური კომპიუტერების საშუალებით მოხდა.  მოსწავლეებს გავუგზავნე ლინკი და ვთხოვე შეესრულებინათ დავალება. სწორი პასუხების დადგენა ფონის შესაბამისი ფერის საშუალებით ხდება მოსწავლეები ხალისით ამოწმებენ საკუთარ ნამუშევარს. ამ რესურსის მოდიფიცირებული სახით გამოყენება შეიძლება მომდევნო კლასებშიც. შეიძლება იგი გამრავალფეროვნდეს და გაფართოვდეს.
   აღნიშნულმა რესურსმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. გააიოლა გრამატიკული მასალის შესწავლა, სახალისო გახადა იგი. საკუთარი ცოდნის შემოწმება საინტერესო პროცესად აქცია. ყოველივე ამან კი ხელი შეუწყო თვითშეფასების გრძნობის ამაღლებას და სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარის განვითარებას.
     რესურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში. ამიტომ ვფიქრობ კვლავ შევქმნა ელექტრონული რესურსი გრამატიკული მასალის უკეთ შესწავლის მიზნით.



 ბრუნება

                ელექტრონული რესურსის რეფლექსია
                            
რესურსის თემა: ბრუნება
მასწავლებელი: ნატო ნიქაბაძე
კლასი: II
საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მიზნები:
   ქართ. დაწყ. 1. 14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება.
. სწორად ათანხმებს ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში.
     ცნობილია მოსწავლეთა დაინტერესება ელექტრონული რესურსების მიმართ.
იგი იწვევს მოტივაციის და ჩართულობის ხარისხის ამაღლებას. ამასთან აიოლებს საკითხის შესწავლას და სახალისოს და საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს. სწორედ ამიტომ პროგრამა learningapps-ის მეშვეობით დავამზადე რესურსი ,, ბრუნება“ აღნიშნული გრამატიკული მასალის შესასწავლად . იგი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის ადეკვატურია. მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე. მოგეხსენებათ დაწყებით საფეხურზე გრამატიკული მასალის შესასწავლად არ გვაქვს ცალკე სახელმძღვანელო. სამწუხაროდ ეს უმნიშვნელოვანესი საკითი ეროვნულ სასწავლო გეგმაში არც ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი შედეგზე გასასვლელად კი ძალიან დამეხმარა გრამატიკულ მასალაზე შექმნილი რესურსის დამზადება და გამოყენება.
     ბრუნების შესწავლის შემდეგ, ცოდნის შემოწმების მიზნით დავამზადე აღნიშნული რესურსი. მისი გამოყენება ინდივიდუალური კომპიუტერების გამოყენებით მოვახდინე. გავუგზავნე ლინკი და შევასრულებინე დავალება. სწორ თუ არასწორ პასუხს მოსწავლე დაუყოვნებლივ გებულობს შესაბამისი უკუკავშირით და საჭიროების შემთხვევაში ფიქრდება მის გამოსწორებაზე. ამრიგად მოსწავლეები ხალისით ამოწმებენ საკუთარ ცოდნას.
     რესურსის გამოყენება შეიძლება მომდევნო კლასებშიც მოდიფიცირების შემდეგ.
    აღნიშნული რესურსით მოსწავლეებს გაუადვილდათ გრამატიკული მასალის შესწავლა-შემოწმება. საინტერესო და სახალისო გახდა სასწავლო პროცესი. სწორედ ამიტომ შევეცდები ხშირად შევქმნა და გამოვიყენო ელექტრონული რესურსი მოსწავლეთა თვითშეფასების ასამაღლებლად და სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარის განსავითარებლად.

Комментариев нет:

Отправить комментарий