ტყე დედამიწის ფილტვებია
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
ნატო ნიქაბაძე
|
რაიონი
|
წყალტუბო
|
სკოლა
|
ფარცხანაყანევის 1საჯარო
|
თემის დასახელება
ტყე დედამიწის ფილტვებია
|
სადამრიგებლო პროგრამით განხორციელებული
საგანმანათლებლო პროექტი
|
თემის შინაარსი:
|
მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეთა
მრავალფეროვნებას, მათ შორის წიწვოვან მცენარეებს, გაიაზრებენ მათ მნიშვნელობას ადამიანისათვის,
დარგავენ მათ ნერგებს, იზრუნებენ მათზე. შეიმუშავებენ ,,ტყეში ქცევის წესებს“ და
დაამზადებენ შესაბამის პლაკატს, გაიაზრებენ , რომ მცენარეზე მზრუნველობა, ადამიანზე
მზრუნველობის ტოლფასია. თავისივე მოძიებული მასალებით დაამზადებენ კედლის გაზეთს
,,წიწვოვანი მცენარეები“. მოაწყობენ ექსკურსიას ქუთაისის კოლხურ ბოტანიკურ ბაღში
,,მედეა“ და გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც დააკვირდებიან
უნიკალური ჯიშის მცენარეებს.
|
მიზანი:
|
მოსწავლეები გაიაზრებენ მცენარის
მოვლის პასუხისმგებლობას, მცენარის მნიშვნელობას ადამიანისათვის. განუვითარდებათ
მაღალი სააზროვნო უნარები, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა,
ინფორმაციის მოძიების გადაცემის და დამუშავების უნარი. სასწავლო პროდუქტების შექმნა:
ა. კედლის გაზეთი ,,წიწვოვანი მცენარეები“.
ბ. პლაკატი ,,ტყეში ქცევის წესები“
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის
დათვალიერება.
|
საგანი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
დონე/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/I კლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
4 კვირა
|
I კვირა (29.04-3.05)
|
წიწვოვან მცენარეთა დარგვა.
შეკითხვების დასმა და საბაზისო
უნარ-ჩვევების შემოწმება. თემის გასაცნობად დავუსვამ კითხვებს: რატომ ვუვლით მცენარეებს?
რა იცით წიწვოვანი მცენარეების შესახებ? როგორ მზრუნველობას იჩენთ მათ მიმართ? თემატური
და შინაარსობრივი კითხვები ორიენტირებული იყო მაღალ სააზროვნო უნარებზე. გავუღვივე
ინტერესი მოსწავლეებს, გავაცანი პროექტის თემა, ვადები და მათი სურვილისამებრ გავანაწილე
დავალებები: მოიძიონ წიწვოვანთა ნერგები და კვირის ბოლოსთვის დავრგოთ ისინი.
|
II კვირა (06.05-10.05)
|
ჯგუფური მუშაობა: შერჩეულ
მცენარეებზე ინფორმაციის მოძიება და კედლის გაზეთის დამზადება.
ვინაიდან კლასი მცირერიცხოვანია
იგი გაიყო ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დაევალა ინტერნეტიდან ან ენციკლოპედიიდან მოეპოვებინათ
ინფორმაცია ნაძვის შესახებ. მეორე ჯგუფს კი ფიჭვის შესახებ. მოსწავლეებმა მშობლების
დახმარებით მოიძიეს მასალები წიწვოვან მცენარეებზე და წარუდგინეს კლასს:
პირველი ჯგუფი- ნაძვი.
ნაძვი მარადმწვანე, ტანმაღალი,
წიწვოვანი ხეა. გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში. 15-20 წლამდე ნელა იზრდება, შემდეგ
კი სწრაფად. მსხმოიარობას 20 წლიდან იწყებს. ცოცხლობს 300 წლამდე
მეორე ჯგუფი- ფიჭვი.
ფიჭვი მარადმწვანე წიწვოვანი
ხეა, სიმაღლე 50 მ-მდეა, ცოცხლობს 300 წელს. ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. ფიჭვის
წიწვებს ხმარობენ, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად,
ინფექციური დაავადებების და ჭრილობების სამკურნალოდ. ფიჭვი გამოყოფს ნივთიერება-ფიტოცინდებს,
რომელიც ანადგურებს ავადმყოფობის გამომწვევ მიკრო ორგანიზმებს. წიწვოვან ტყეში სეირნობა
ადამიანის სასუნთქ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს. წიწვები 7-ჯერ მეტ C ვიტამინს
შეიცავს ვიდრე ლიმონი. გარდა C ვიტამინისა შეიცავს შემდეგ ვიტამინებს: A, E, K,
P, B1, B2, B6, PP, H.
მოძიებული მასალებით მოსწავლეებმა
შექმნეს კედლის გაზეთი.
|
III კვირა (13.05-17.05)
|
ჯგუფური მუშაობა ,,ტყეში
ქცევის წესები“
ჯგუფებმა წარმოადგინეს
,,ამკრძალავი ნიშნები ტყისთვის“ (ნუ მოჭრი ხეს! ნუ დაანაგვიანებ ტყეს! ნუ გათელავ
მცენარეებს! ნუ დატოვებ ანთებულ კოცონს! ნუ დაიჭერ პეპლებს! ნუ მოწყვეტ ყველა ყვავილს!
ნუ დაიჭერ ცხოველთა შვილებს! ნუ ამოიღებ ბუდიდან კვერცხებს!...)მოსწავლეებმა შექმნეს
პლაკატი და გააკრეს თვალსაჩინო ადგილას.
|
IV კვირა (20.05-25.05)
|
ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ
ბაღში და გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.
დასკვნითი აქტივობა ბაღისა
და პარკის დათვალიერება იყო. მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებოდნენ უნიკალური ჯიშის
მრავალწლოვან ხეებს.
|
თემის საფუძვლები:
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები:
|
ქართ. დაწყ. I.15.მიმართულება წერა
მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების
გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ბუნ .დაწყ.I.3.მიმართულება: ცოცხალი
სამყარო მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების
მიხედვით.
·
ამოიცნობს
და დაასახელებს მცენარეების ძირითად ნაწილებს
·
მსჯელობს
ადამიანისათვის მცენარის მნიშვნელობაზე
·
აწყობს
საკლასო გამოფენას მცენარეების მრავალფეროვნების შესახებ. (წარმოადგენს ფოტოებს)
ს. გ. I.2.მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრობლობა.
მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო
ნამუშევრის შესაქმნელად.
მხარს
უჭერს თანაკლასელებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობისას, ერთობლივი
ნამუშევრის შექმნისას.
შეუძლია ნამუშევრის წარდგენა
აზრის გამოთქმა მის შესახებ.
|
ამოცანები/სწავლის შედეგები:
|
·
კედლის
გაზეთი: ,,წიწვოვანი მცენარეები“
·
პლაკატი
,,ტყეში ქცევის წესები“.
·
წიწვოვანი
მცენარეების დარგვა.
·
ექსკურსია
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.
·
ექსკურსია
კულტურისა და დასვენების პარკში.
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები:
|
რა მნიშვნელობა აქვს მცენარეს
ადამიანისათვის? რატომ უნდა დავრგოთ წიწვოვანი მცენარე? როგორ უნდა მოვუაროთ მას?
|
პროექტის მონიტორინგი და
შეფასების სტრატეგია:
|
ყოველკვირეულად ვხვდებოდი
ჯგუფის წევრებს, მოსწავლეები წარმოადგენდნენ და აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალას,
გეგმავდნენ შემდეგ სამუშაოებს. რეკომენდაციებს ვაძლევდი და ვეხმარებოდი სწორი გეზის
არჩევაში, ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, მთელი პროექტის განმავლობაში ვუსვამდი
კითხვებს და ვაკეთებდი მოკლე ჩანაწერებს მათ საჭიროებებზე.
|
სასწავლო
თემისთვის საჭირო მასალები:
ტექნოლოგია-ტექნიკა:
|
ფოტოკამერა, ციფრული კამერა,
კომპიუტერი.
|
ბეჭდვითი მასალები:
|
ენციკლოპედია
|
ინვენტარი:
|
სასკოლო ინვენტარი, ფერადი
თაბახის ფურცლები, ვატმანის ფურცელი, ფერადი ფანქრები, მარკერები, წიწვოვან მცენარეთა
ნერგები.
|
ინტერნეტ რესურსები:
|
ვიკიპედია
|
სხვა რესურსები:
|
საველე ვიზიტები, მშობლები,
ფოტოსურათები.
|
ბიუჯეტი: ექსკურსია- 70 ლარი.
რეფლექსია
,,გარდა რწმენისა, სასოებისა და სიხარულისა ადამიანს ეხმარება ჯანსაღი ბუნება.
ტყე ჩვენი ფილტვებია, ჩვენი ჯანმრთელობაა, ჩვენი დღეგრძელობაა…“ ამბობს ილია II. მცენარის მნიშვნელობა
ადამიანისათვის განუსაზღვრელია: ჟანგბადი, საკვები. ტანსაცმელი, საშენი მასალა, საწვავი,
ვიტამინები, სამკურნალო პრეპარატები… მიზნად დავისახე ჩემს მოსწავლეებს გაეაზრებინათ
მცენარის მოვლის პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ შევარჩიე პროექტის თემა: ,,ტყე დედამიწის
ფილტვებია.“ გავაღვივე მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და ინტერესი მცენარის მნიშვნელობაზე
საუბრით. შევიმუშავე პროექტის გეგმა და ვადები. გავაცანი იგი მოსწავლეებს და მათი ინტერესების
გათვალისწინებით გავანაწილე დავალებები. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია წიწვოვნების
შესახებ და შექმნეს კედლის გაზეთი. აღწერეს ამ მცენარეების თვისებები და მათი მოვლის
წესები. შეარჩიეს ნერგები, ადგილი სკოლის ეზოში და დარგეს ისინი. განსაზღვრეს, რატომ
უნდა დარგონ აღნიშნული მცენარე.
პრეზენტაციაში ჩართული იყო ჯგუფის ყველა წევრი ინდივიდუალურად და ჯგუფურად. მოსწავლეები
მსჯელობდნენ, აკეთებდნენ პრეზენტაციას.
დასახულ მიზანს მივაღწიე.
მოსწავლეებმა საკუთარი კვლევით შეიძინეს ცოდნა. ზრუნავენ თავიანთ დარგულ ნერგებზე
(თავისი სახელებიც კი დაარქვეს მათ. შეიმუშავეს
ტყეში ქცევის წესები. ეს აქტივობა განსაკუთრებით წარმატებული იყო. მოსწავლეებმა წითელ
წრეებში ჩახატული ,,ამკრძალავი ნიშნები“ წარმოადგინეს. (ნუ მოჭრი ხეს! ნუ დაანაგვიანებ
ტყეს! ნუ გათელავ მცენარეებს! ნუ დატოვებ ანთებულ კოცონს! ნუ დაიჭერ პეპლებს! ნუ მოწყვეტ
ყველა ყვავილს! ნუ დაიჭერ ცხოველთა შვილებს! ნუ ამოიღებ ბუდიდან კვერცხებს!...)
დარწმუნებული ვარ მოსწავლეები არამხოლოდ თვითონ დაიცავენ ამ წესებს არამედ მის
შესრულებას სხვებსაც მოუწოდებენ.
პროექტი დასკვნით ეტაპზე ძალიან
წარმატებული და ხალისიანი იყო. ჩანდა მაღალი
მოტივაცია ექსკურსიის დროს ბოტანიკურ ბაღსა და
დასვენების პარკში. პატარები ყურადღებით ათვალიერებდნენ უნიკალური ჯიშის მრავალწლოვან წიწვოვნებს და გამოხატეს
მზადყოფნა, მზრუნველობა არ მოეკლოთ თავიანთი წიწვოვნებისთვის, რათა ისინიც საუკუნეების
გამხდარიყვნენ.
პროექტის განხორციელების
პროცესში აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება საჭირო არ გამხდარა.
იგი მოტივაციას უმაღლებს პატარებს, მეტია
ჩართულობის ხარისხი, მოსაწონი იყო მშობელთა აქტიურობაც. ვაანალიზებ რა მიღწეულ შედეგებს
ჩემს პრაქტიკაში კვლავ გავაგრძელებ პროექტებით სწავლებას.
,,დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება“
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
ნატო ნიქაბაძე
|
რეგიონი
|
იმერეთი
|
რაიონი
|
წყალტუბო
|
სკოლა
|
ფარცხანაყანევის 1საჯარო
|
თემის დასახელება
,,დედაენით დაიწყო და დედაენით
დამთავრდება“
|
სადამრიგებლო პროგრამით განხორციელებული
საგანმანათლებლო პროექტი
|
საგანი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
დონე/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/I კლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
4 კვირა
|
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები
|
ქართ. დაწყ. (1).1 მოსწავლემ
შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
·
გასაგებად
გამოხატავს სათქმელს.
·
გადმოსცემს
ფაქტებს.
·
საჭიროების
მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს.
·
მიზნის
შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს
|
პროექტის სასწავლო მიზნები/შედეგები
|
·
მოსწავლეები
გაეცნობიან დიდი ქართველი პედაგოგისა და საბავშვო მწერლის-იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა
და მოღვაწეობას, მის ღვაწლს ქართველი ერისათვის
·
განუვითარდებათ
მაღალი სააზროვნო უნარები: შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა,
ინფორმაციის მიღება, გადაცემისა და დამუშავების უნარი.
·
შექმნიან
სასწავლო პროდუქტს: იაკობ გოგებაშვილის ფოტოსტენდი ,,უპირველესი მასწავლებელი“
|
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
·
მოსწავლეები
ფლობენ კითხვის ტექნიკას.
·
შეუძლიათ
ინტერნეტით სარგებლობა
·
უცხო
ტექსტის მოსმენა და გააზრება
|
თემის შინაარსი
I კვირა-25-29 მარტი
|
მოსწავლეთა საჭიროებების
დასადგენად და პროექტის სწორად დაგეგმვისათვის მოსწავლეებს გავესაუბრე თუ რა იციან
იაკობ გოგებაშვილის შესახებ, რის ცოდნას ისურვებდნენ მასზე, სურთ თუ არა გაეცნონ
მის ისტორიულ მოთხრობებს, ამ მოთხრობებზე
გადაღებულ ფილმებს, როგორი იყო პირველი ქართული ,,დედაენა“?, როგორი იყო იაკობის
საკუთარ სახლში გახსნილი პირველი სკოლა ვარიანელი ბავშვებისთვის… მივეცი მრავალფეროვანი
დავალებები ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამის შემდეგ პროექტორით ვაჩვენე ნაწყვეტები
ფილმიდან ,,იავნანამ რა ჰქმნა?“, ასევე ვიდეორგოლი ,,იაკობ გოგებაშვილი“. ამრიგად
გავუღვივე ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე პროექტის
გეგმა და ვადები, შესაძლებლობების გათვალისწინებით გავუნაწილე ფუნქციები, ვთხოვე
მშობლების დახმარებით მოიძიონ და შეარჩიონ სასურველი ლექსი, მოთხრობა და ა. შ. დასკვნით
აქტივობაზე წარსადგენად.
|
II კვირა( 1-5 აპრილი)
|
ფოტოსტენდის ,,უპირველესი მასწავლებელი“ შექმნა.
მოსწავლეები შეარჩევენ მნიშვნელოვან
ფოტოებს ი.გოგებაშვილის ღვაწლის გადმოსაცემად და შექმნიან სასწავლო პროდუქტს ფოტოსტენდის
სახით, რომელზეც წარმოადგენენ პირველ ,,დედაენას“, რომელიც 1876 წელს გამოსცა იაკობმა,
დედაენის ძეგლის ფოტოს, იმ პირველი სკოლის ფოტოს , რომელიც 1901 წელს გახსნა იაკობმა
საკუთარ სახლში ვარიანელი ბავშვებისთვის…
|
III კვირა 8-12 აპრილი
|
მზადება ვიქტორინისთვის:
,,ფარნავაზიდან იაკობამდე“
კლასი მცირერიცხოვანია,
მოსწავლეებს ორ ჯგუფად ვყოფ, დავურიგებ შეკითხვებს, მივცემ მკაფიო რეკომენდაციებს,
გავამეორებინებ დავალების არსს, კვირის ბოლოს კი ვატარებთ ვიქტორინას შემდეგ კითხვებზე:
1.
როდის
შეიქმნა ქართული ანბანი?
2.
ვინ
იყო ფარნავაზ I ?
3.
ვინ
იზრუნა ქართული დამწერლობის გასავრცელებლად?
4.
ვინ
ზრუნავდა ქართული სახალხო სკოლის შექმნისათვის?
5.
ვინ
შექმნა პირველსაკითხავი წიგნი თითოეული ქართველისათვის?
6.
რამდენი
ენაა მსოფლიოში?
7.
დამწერლობა?
8.
რითაა
უნიკალური ქართული დამწერლობა?
9.
რამდენი
ასო-ბგერაა დღეს ქართულ ანბანში?
10. რამდენი იყო წინათ?
11. რას უწოდებენ ქართულ ენას?
12. როდის აღნიშნავენ საქართველოში დედაენის
დღეს?
13. რა მოხდა 14 აპრილს?
14. რომელი სახელმძღვანელოები შეუდგინა ქართველ
ხალხს იაკობ გოგებაშვილმა?
15. როგორ დააფასა შთამომავლობამ მისი ღვაწლი?
|
IV კვირა 15-19 აპრილი
|
დასკვნითი აქტივობა-,,დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება“
მოსწავლეებმა წარმოადგინეს
შესწავლილი ნომრები: აბას სეჰეთის, ოტია იოსელიანის, მუხრან მაჭავარიანის, ლიდა სტვილიას,
გივი სიხარულიძის, ფრიდონ ხალვაშის და სხვათა ლექსები.
|
მოსწავლეები ამოცანები/სწავლის
შედეგები:
|
ფოტოსტენდი-,,უპირველესი
მასწავლებელი“.
ჩატარდა ვიქტორინა ,,ფარნავაზიდან
იაკობამდე“
ჩატარდა ღონისძიება ,,დედაენით
დაიწყო და დედაენით დამთავრდება“
|
პროექტის მონიტორინგი და
შეფასების სტრატეგია:
|
ყოველკვირეულად ვხვდებოდი
ჯგუფის წევრებს, მოსწავლეები წარმოადგენდნენ და აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალას,
გეგმავდნენ შემდეგ სამუშაოებს. რეკომენდაციებს ვაძლევდი და ვეხმარებოდი სწორი გეზის
არჩევაში, ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, მთელი პროექტის განმავლობაში ვუსვამდი
კითხვებს და ვაკეთებდი მოკლე ჩანაწერებს მათ საჭიროებებზე.
|
სასწავლო
თემისთვის საჭირო მასალები:
ტექნოლოგია-ტექნიკა:
|
ფოტოკამერა, ციფრული კამერა,
პროექტორი, კომპიუტერი.
|
ბეჭდვითი მასალები:
|
ო. იოსელიანის, მ. მაჭავარიანის,
ლ. სტვილიას, გ. სიხარულიძის, ფ. ხალვაშის ლექსები.
|
ინვენტარი:
|
სასკოლო ინვენტარი, ფერადი
თაბახის ფურცლები, ვატმანის ფურცელი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ფოტოები.
|
ინტერნეტ რესურსები:
|
რეფლექსია
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული
სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები
სიღრმისეული დავალების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევას
და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი
საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით .
პროექტებით სწავლება გათვლილია მოსწავლის
მაღალ სააზროვნო უნარებზე. მაგალითად შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემების
გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინფორმაციის მიღება, გადაცემა, დამუშავება, ანალიზი
და ახალი ინფორმაციის შექმნა.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს
გავაცანი მისი შინაარსი, ვადები. გავარკვიე მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები, ვანახე
ნაწყვეტები ფილმიდან ,,იავნანამ რა ჰქმნა“, ასევე ვიდეორგოლი,, იაკობ გოგებაშვილი“,
გავუღვივე ინტერესი და შესაძლებლობების გათვალისწინებით გავუნაწილე დავალებები.
დასახულ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა
თვითონ შეიძინეს ცოდნა იაკობის მოღვაწეობის შესახებ, საკუთარი ხელით შექმნეს ფოტოსტენდი
,,უპირველესი მასწავლებელი“.
ხალისიანად წარიმართა ვიქტორინა
,,ფარნავაზიდან იაკობამდე“. მაღალი იყო ჯგუფების აქტიურობის ხარისხი. მოსწავლეებმა
შეძლეს წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა.
განსაკუთრებით წარმატებული იყო პროექტი
დასკვნით ეტაპზე. ეს იყო შემოქმედებითი ღონისძიება ,,დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება“.
მოსწავლეებმა სცენაზე წარმოადგინეს შესწავლილი სიმღერები და ლექსები, გააცოცხლეს იაკობის
ისტორიული მოთხრობების გმირები. მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობის ხარისხი მაღალი
იყო. (იხ .ფოტომასალა ფარცხანაყანევის 1 საჯარო სკოლის ვებ-გვერდზე).
აშკარაა ცოდნა რომელიც პროექტის მიმდინარეობისას
შეიძინეს პატარებმა, დიდხანს დარჩებათ მეხსიერებაში.
აქტივობები გეგმის შესაბამისად წარიმართა.
რაიმეს მოდიფიცირება საჭირო არ გამხდარა პროექტის განხორციელების პროცესში.
ვაანალიზებ რა მიღწეულ შედეგებს,
ჩემს პრაქტიკაში კვლავ გავაგრძელებ პროექტებით სწავლებას.
შემოდგომის ოქროს მეჯლისი
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
ნატო ნიქაბაძე
|
რაიონი
|
წყალტუბო
|
სკოლა
|
ფარცხანაყანევის 1საჯარო
|
თემის დასახელება
შემოდგომის ოქროს მეჯლისი
|
სადამრიგებლო პროგრამით განხორციელებული
საგანმანათლებლო პროექტი
|
თემის შინაარსი:
|
მოსწავლეები დააკვირდებიან
რა ცვლილებები ხდება ბუნებაში, რას საქმიანობენ ადამიანები შემოდგომაზე, როგორ ემზადებიან
ფრინველები და ცხოველები ზამთრისათვის, პირადად მიიღებენ მონაწილეობას ყურძნის კრეფაში,
ღვინის დამზადებაში, კაკლის ბერტყვაში, მოსავლის აღებასა და დაბინავებაში, იზრუნებენ
შინაურ ცხოველებზე, მოუმარაგებენ მათ საკვებს გამოსაზამთრებლად, დაეუფლებიან შრომის
ელემენტარულ უნარ-ჩვევებს და გაუღვივდებათ ბუნების სიყვარული. პრაქტიკულ აქტივობებში
მონაწილეობით ელემენტარულ კვლევით უნარ-ჩვევებსაც. გაიგებენ ახალი ცნებების მნიშვნელობას,
( რთველი, ქვევრი, საწნახელი, მარანი, ორშიმო…) თვითონ მოიპოვებენ ცოდნას, უკეთ დაამახსოვრდებათ
და წინაპრებისგან მიღებულ გამოცდილებას გადასცემენ მომავალ თაობებს.
მოსწავლეები ისწავლიან თანაკლასელებთან თანამშრომლობას,
შექმნიან ერთობლივ ნამუშევრებს ნახატისა და ფოტოალბომის სახით, წარადგენენ მას და
გამოთქვამენ აზრს მის შესახებ.
|
მიზანი:
|
ქართველმა ხალხმა თავისი
ხანგრძლივი ისტორიული განვითარების განმავლობაში მდიდარი ტრადიციები შეიმუშავა და
მომავალ თაობებს მემკვიდრეობით დაუტოვა სამოქმედოდ. მათ შორის ზოგიერთი მივიწყებას
მიეცა.
ქართულ მეღვინეობას 8000-წლოვანი აქვს.
საქართველოში ვაზს დიდი მოწიწებით
ექცევიან მას ,,შვილივით“ ზრდიან, მნიშვნელოვანია ღვინის დაყენების ტრადიცია მომავალ
თაობებს გადავცეთ, ბავშვობიდანვე ჩაუყაროთ საფუძველი მის შესწავლას.
პირველ კლასელებს პირველი პროექტი კარგად დაამახსოვრდებათ
და ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციას მომავალ თაობებს გადასცემენ.
მოსწავლეები
ასევე შეისწავლიან რა ცვლილებები ხდება შემოდგომაზე ბუნებაში,რას საქმიანობენ გლეხები
ამ დროს, როგორ ემზადებიან გამოსაზამთრებლად ფრინველები და ცხოველები, ერთობლივად
მიიღებენ მონაწილეობას რთველში, ფელამუსის, ჩურჩხელების დამზადებაში, ისწავლიან
,,კეთებით“ და არასოდეს დაავიწყდებათ ნასწავლი, თვითონ შეიძენენ ცოდნას წინა თაობების
გამოკითხვით და გამოუმუშავდებათ ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევები, ისწავლიან ჯგუფთან
თანამშრობლობას, ერთობლივი ნამუშევრის შექმნას და წარდგენას
|
საგანი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
დონე/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/I კლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
10 კვირა
|
I-II კვირა (22.10-4.11)
|
შეკითხვების დასმა და საბაზისო
უნარ-ჩვევების შემოწმება. თემის გასაცნობად დავუსვამ კითხვას : როგორ ამზადებენ ღვინოს?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, წავახალისებ ყველას, ჩავინიშნავ პასუხებს,
გავაღვივებ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას და ინტერესს, გავაცნობ პროექტის გეგმასა
და ვადებს, შესაძლებლობების გათვალისწინებით გავანაწილებ ფუნქციებს, ვთხოვ ორი კვირის
განმავლობაში დააკვირდნენ უფროსების საშემოდგომო საქმიანობას, გადაუღონ ფოტოები და
წარმოადგინონ ინდივიდუალური კვლევის შედეგები. ავუხსნი, რომ მეტწილად ჯგუფური მუშაობა
მოუწევთ. ერთად მიიღებენ მონაწილეობას რთველში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის დაყენებაში,
სიმინდის აღებაში, ზვინის დადგმასა თუ კაკლის ბერტყვაში… ისაუბრებენ ნანახის შესახებ.
|
III-IV კვირა (5.11-18.11)
|
ინტერვიუს ჩაწერა უფროსებთან.
რა არის მარანი? საწნახელი? ქვევრი? ორშიმო? გადაუღებენ ფოტოებს და მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე ქმნიან ფოტოალბომს, ვატმანის ფურცელზე დახატულ ჯგუფურ ნახატს ,,რთველი
ჩემს სოფელში“.
|
V-VI კვირა (19.11-2.12)
|
მზადება ვიქტორინისთვის
,,რა კარგია შემოდგომა“ მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დავურიგებ შეკითხვებს, მივცემ
მინიშნებებს და ვთხოვ უფროსი თაობის დახმარებით, საველე ვიზიტების შედეგად ნანახის
და მიღებული ცოდნის საფუძველზე მოიძიონ პასუხები შემდეგ კითხვებზე: ჩამოთვალეთ შემოდგომის
თვეები, დაასახელეთ შემოდგომის თვეების ძველი სახელები, ხალხური სახელწოდებები, რას
ვზეიმობთ ნოემბრის თვეში? რა არის ვენახი? რთველი? აკიდო? ჩხა? მარანი? რა ჰქვია
ღვინის შესანახ ჭურჭელს? რას აკეთებენ ყურძნისგან? თათარისა და ნიგვზისგან? რაში
წურავენ ყურძენს? ყველაზე ადრე რომელი ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში? რომელი
არ მიფრინავს ზამთრობით თბილ ქვეყნებში? რომელ კონტინენტზე მიფრინავენ მერცხლები
გამოსაზამთრებლად? რითი იკვებებიან შინაური ცხოველები ზამთარში? რა ჰქვია თივის მთას?
რომელი ხილი მწიფს შემოდგომით? რომელ ხილს უწოდებენ ციტრუსს? რა ჰქვია ფრინველთა
საშემოდგომო გადაფრენას? ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ვინ იყო მეღვინეობის და მევენახეობის
ღმერთი?...
|
VII-VIII კვირა (3.12-16.12)
|
მოსწავლეები შეარჩევენ ლექსებს
შემოდგომაზე (მ. ლებანიძის ,,ფოთლები“ მ. მაჭავარიანის ,,შემოდგომის სურათები“ შ. ნიშნიანიძის ,,ვაზის სიმფონია“ ,,გიორგობისთვეში“…)
სურვილის და ინტერესების სფეროს გათვალისწინებით გაინაწილებენ როლებს, შეისწავლიან
ქართულ ხალხურ სიმღერას ,,ლალე, შემოსულა შემოდგომა, გიორგობისთვეო“ მოამზადებენ
მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს.
|
IX-X კვირა( 17.12-27.12)
|
დასკვნითი აქტივობა. შემოქმედებითი
ღონისძიება ,,დამთავრდა შემოდგომის ოქროს მეჯლისი“
მოსწავლეები მაყურებელს წარუდგენენ შესწავლილ
ნომრებს, ატვირთავენ ფოტოებს .
|
თემის საფუძვლები:
შინაარსობრივი სტანდარტები
და ინდიკატორები:
|
ქართ. დაწყ. I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი საკომუნიკაციო სიტუაციის
შესაბამისი სამეტყველო ქცევის უნარის გამოვლენა.
გასაგებად გამოხატავს სათქმელს;
გადმოსცემს ფაქტებს;
საჭიროების მიხედვით ადეკვატურად
ცვლის სამეტყველო როლებს.
ბუნ.დაწყ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ
აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ს.გ. I.2.მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრობლობა.
მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო
ნამუშევრის შესაქმნელად.
მხარს უჭერს თანაკლასელებს სხვადასხვა სასწავლო
ღონისძიებაში მონაწილეობისას, ერთობლივი ნამუშევრის შექმნისას.
შეუძლია ნამუშევრის წარდგენა
აზრის გამოთქმა მის შესახებ.
|
მოსწავლეები ამოცანები/სწავლის
შედეგები:
|
ფოტოალბომი.(მარნის, ქვევრის,
საწნახლის, ორშიმოს ფოტოები)
ჯგუფური ნახატი ვატმანზე
,,შემოდგომა ჩემს სოფელში“
ჩატარდა ვიქტორინა,, რა კარგია
შემოდგომა“
ჩატარდა ღონისძიება ,,დამთავრდა
შემოდგომის ოქროს მეჯლისი“
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები:
|
ზოგადი კითხვა: რას საქმიანობენ
შემოდგომაზე სოფლად?
თემატური კითხვა: რა ჰქვია
ყურძნის კრეფას?
შინაარსობრივი კითხვა: როგორ
მზადდება ღვინო?
|
პროექტის მონიტორინგი და
შეფასების სტრატეგია:
|
ყოველკვირეულად ვხვდებოდი
ჯგუფის წევრებს, მოსწავლეები წარმოადგენდნენ და აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალას,
გეგმავდნენ შემდეგ სამუშაოებს. რეკომენდაციებს ვაძლევდი და ვეხმარებოდი სწორი გეზის
არჩევაში, ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას, მთელი პროექტის განმავლობაში ვუსვამდი
კითხვებს და ვაკეთებდი მოკლე ჩანაწერებს მათ საჭიროებეზე.
|
სასწავლო
თემისთვის საჭირო მასალები:
ტექნოლოგია-ტექნიკა:
|
ფოტოკამერა, ციფრული კამერა,
პროექტორი, კომპიუტერი.
|
ბეჭდვითი მასალები:
|
მ. ლებანიძის, მ. მაჭავარიანის,
შ. ნიშნიანიძის
ლექსები; მ .მერაბიშვილის
სიმღერები
|
ინვენტარი:
|
სასკოლო ინვენტარი, ფერადი
თაბახის ფურცლები, ვატმანის ფურცელი, ფერადი ფანქრები, კალათები, ყურძენი.
|
ინტერნეტ რესურსები:
|
Shemodgoma
song bastibubu
|
სხვა რესურსები:
|
საველე ვიზიტები, ადგილობრივი
თემის წარმომადგენლები, მშობლები, მოწვეული მასწავლებლები, ალბომის
შექმნა, ფოტოსურათები.
|
რეფლექსია
სასწავლო პროცესის საინტერესოდ
წარმართვისათვის ეფექტურია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის
განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია. პროექტი მონაწილეებს საშუალებას აძლევს
თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ-ჩვევები,
დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ იგი.
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს
გავაცანი პროექტის შინაარსი და ვადები, მივეცი სტიმული, აღმიქვან პარტნიორად. ინტერესებისა
და შესაძლებლობების გათვალისწინებით გავანაწილე ფუნქციები.
დასახულ მიზანს მივაღწიე,
მოსწავლეებმა შეიძინეს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა და
გამოცდილება.
აქტივობები გეგმის შესაბამისად
წარიმართა. განსაკუთრებით ხალისიანი და დინამიური იყო ვიქტორინა. გუნდების აქტიურობის
ხარისხი მაღალი, მოსწავლეებმა გამოავლინეს მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
განსაკუთრებით წარმატებული იყო
პროექტი დასკვნით ეტაპზე. ჩანდა მაღალი მოტივაცია შემოქმედებითი ღონისძიების დროს.
საველე ვიზიტების დროს, პრაქტიკულ აქტივობებში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებმა
სცენაზე ხალისით გადმოიტანეს. ხალხური სიმღერების თანხლებით ,,კრეფდნენ და წურავდნენ
ყურძენს, აყენებდნენ ღვინოს“. მოსწავლეებმა აშკარად კარგად შეითვისეს ღვინის დამზადების
ტრადიცია. (იხ. ფოტომასალა ფარცხანაყანევის 1 საჯარო სკოლის ვებ-გვერდზე.)
პროექტის განხორციელების
პროცესში აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება საჭირო არ გამხდარა.
კვლავ გავაგრძელებ ჩემს
პრაქტიკაში პროექტებით სწავლებას.
იგი მოტივაციას უმაღლებს პატარებს, მეტია
ჩართულობის ხარისხი, მოსაწონი იყო მშობელთა აქტიურობა, თემის ჩართულობა და რაც ყველაზე
მთავარია, ცოდნა, რომელიც თვითონ მოიპოვეს პატარებმა უფროსების გამოკითხვით, ფოტოგადაღებებით
დიდხანს შერჩება მათ მეხსიერებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий