გაკვეთილის გეგმები

      ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში
ვასილ გულეურის ,,ლომის იგავი“     მიხედვით 


მასწავლებელი
ნატო ნიქაბაძე
კლასი/საფეხური
I კლასი/დაწყებითი საფეხური
საგანი/ინტეგრირებული საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა; ბუნებისმეტყველება
გაკვეთილის თემა
ვასილ გულეურის ,,ლომის იგავი“      35წთ
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე. ინდივიდუალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზანი
 კითხვის ჩვევის დაუფლება, გაგება-გააზრება, შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებებით, იმსჯელოს ადამიანისათვის ცხოველის მნიშვნელობაზე, შეადაროს ისინი ერთმანეთს და გადმოსცეს დაკვირვების შედეგები.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან
მიმართულება კითხვა
ქართ. დაწყ. 1. 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება.
                  მიმართულება: წერა
ქართ. დაწყ. 1. 15. მოსწავლემ შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად .
 მიმართულება: ცოცხალი სამყარო.
ბუნ. 1. 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა. მსჯელობს ადამიანისათვის ცხოველის მნიშვნელობაზე.


მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას, ტექსტში ეძებენ და პოულობენ კონკრეტულ ინფორმაციას, მსჯელობენ ცხოველის მნიშვნელობაზე ადამიანისათვის, იცნობენ გარეულ ცხოველებს, იციან გამოცანები და ანდაზები მათზე
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 ,,გამოწვევა“          9 წთ
მიზანი: სურათის აღწერა, გამოცანების გამოცნობა, წინარე ცოდნის გააქტიურება
აღწერა: დაფაზე გამოფენილია გარეულ ცხოველთა სურათები, მათ ქვემოთ დაფარულია ცხოველის სახელი, მოსწავლე ასახელებს ცხოველს, მასწავლებელი ხსნის წარწერას და წააკითხებს ასო-ასო, მართლა ლომია ის თუ არა? მოსწავლეები თითოეულ მათგანზე გაიხსენებენ გამოცანას, ახასიათებენ მათ, ასახელებენ ცხოველთა სხეულის ნაწილებს (თავი, ტანი, კიდურები) განასხვავებენ ფერით, ზომითა და ფორმით, მსჯელობენ მათ დანიშნულებაზე. ამის შემდეგ აჩვენებს ვიდეო მასალას, https://www.youtube.com/watch?v=FFvLcar1eTg, რომელშიც მოსწავლეები გაეცნობიან გარეულ ცხოველებს, მათ ხმიანობასა და ნაშიერს. მასწავლებელი დაეხმარება მოსწავლეებს მოახდინონ ცხოველთა კლასიფიკაცია, დაყონ ისინი სამ ჯგუფად: მტაცებლებად, ბალახისმჭამელებად და   მღრღნელებად.
აქტივობა 2    კითხვა             9 წთ
მიზანი: კითხვის ჩვევის დაუფლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
აღწერა: მასწავლებელი გააცნობს წასაკითხ ტექსტს, სათაურს, გამოათქმევინებს ვარაუდებს რაზე შეიძლება იყოს ლექსი,
 ავტორის გასაცნობად ჩაურთავს ვიდეოს, httpswww.youtube.comwatchv=l3x_EuXD6r8&t=51s   რომელშიც პოეტი ვასილ გულეური თავად გააცნობს საკუთარ ბიოგრაფიას მსმენელს. გამომეტყველებით წაუკითხავს ლექსს. კითხულობს პაუზებით, გზადაგზა ხსნის გაუგებარ სიტყვებს: ჯუნგლები, მემკვიდრე, შთამომავალი… შემდეგ აკითხებს მოსწავლეებს, იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას ,,კავშირები ტექსტში“, ,,ტექსტის ნაწილებად დაყოფა“, ინდივიდუალური, გამოკრებით და გუნდური კითხვა.
აქტივობა 3     წუთშესვენება       1წთ
მიზანი: განტვირთვა-რელაქსაცია
აღწერა: რიტმული მოძრაობები მუსიკის თანხლებით.
აქტივობა 4. წერა ქარგის გამოყენებით 3წთ
     წყვილებში მუშაობა
მიზანი: ცხოველის აღწერა-დახასიათება, წერითი უნარ-ჩვევის დაუფლება.
აღწერა: მასწავლებელი წყვილებს დაურიგებს ქარგას, (იხ. დანართი 3) ასევე გარეული ცხოველის სურათს და თხოვს შეავსონ ქარგა: რა ჰქვია ამ ცხოველს, მის ნაშიერს, მათ ერთობლიობას, რით იკვებება იგი? დაუნიშნავს დროს, რომლის გასვლის შემდეგაც წყვილები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.
აქტივობა 5          შეავსე სქემა          5 წთ
ცხოველთა მნიშვნელობა ადამიანისათვის
მიზანი: ცხოველისადმი ჰუმანური დამოკიდებულების გრძნობის გაღვივება.
აღწერა: მასწავლებელი დაფაზე აკრავს სქემას (იხ. დანართი 4) საუბრობს ცხოველთა მნიშვნელობაზე ადამიანისათვის. მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ სქემას.
აქტივობა 6 ჯგუფური მუშაობა.   6 წთ
მიზანი: თანამშრომლობითი უნარის განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
აღწერა: მასწავლებელი კლასს გაყოფს ორ ჯგუფად, მისცემს დავალებებს, ( იხილეთ დანართი 5 და დანართი 6), მისცემს მკაფიო ინსტრუქციას, დროს, გაამეორებინებს მოსწავლეს  ამ ინსტრუქციას და იწყებენ მუშაობას. პრეზენტატორები აკეთებენ პრეზენტაციას.
შეჯამება-შეფასება
განმავითარებელი კომენტარები     2წთ
საშინაო დავალება
ა),, ლომის იგავი“ კითხვით
ბ) მშობლების დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია ნებისმიერ გარეულ ცხოველზე       ან
გ) ნახონ ანიმაციური ფილმი გარეულ ცხოველებზე ან  დ) დახატონ ნებისმიერი გარეული ცხოველი
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, კოგნიტური სქემები, გარეულ ცხოველთა სურათები, გარეულ ცხოველთა პლასტმასის მოდელები, ფლიფ ჩარტი, პროექტორი, კომპიუტერი, მარკერები.
httpswww.youtube.comwatchv=l3x_EuXD6r8&t=51s

                           სარეზერვო აქტივობა: ,,ავაშენოთ ზოოპარკი“  (წყვილები)

მიზანი: ცხოველთა კლასიფიკაცია
აღწერა: მასწავლებელი მისცემს გარეულ ცხოველთა პლასტმასის მოდელებს, წყვილებს გაუნაწილებს დავალებებს, გააკეთონ ვოლიერები და ცალ-ცალკე ჩასვან მტაცებლები, ბალახის მჭამელები და მღრღნელები, დაუყარონ მათ შესაბამისი საკვები.

 დანართი 1        
   
შეფასების რუბრიკა კითხვაში ანბანისშემდგომი პერიოდისათვის

მოსწავლე
ყოველთვის
ზოგჯერ
უჭირს
1.ახერხებს ასო-ბგერების მარცვლებად, მარცვლების სიტყვებად გაერთიანებას.



2. ცნობს სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს



3. ეძებს ტექსტში გაუგებარ სიტყვებს და სვამს კითხვას.



4. შეუძლია სხვისი დაწყებული კითხვის გაგრძელება



5. ესმის წაკითხულის შინაარსი





დანართი 2     შეფასების რუბრიკა წერაში

მოსწავლე
ყოველთვის
ზოგჯერ
უჭირს
         მართებულად წერს ყველა ასოს.



         იცავს ინტერვალებს ასოებსა და სიტყვებს შორის.



         იწერს მარტივ ფრაზებს დაფიდან.



         შეუძლია სიტყვაგამოტოვებული წინადადების აღდგენა



         წერს კარნახით მარტივ ფრაზებს.






დანართიქარგა

 ცხოველის აღწერა-დახასიათება
          ეს არის------------------. იგი არის---------------------
(მტაცებელი, ბალახის მჭამელი, მღრღნელი)
იკვებება--------------------. მის ნაშიერს ჰქვია-----------------------.
მათ ერთობლიობას----------------------.




დანართი  4 ცხოველის მნიშვნელობა ადამიანისათვის

ცხოველი
ხორცი
ტყავი/ბეწვი
რქები/შუანები/ეშვები
აქლემი



სპილო



ღორი



ციყვი



ჯიხვი



მელია



დათვი



კურდღელი



ირემი





დანართი 5 დაუკავშირე ცხოველი თავის ნაშიერს

ვეფხვი                                                               
ირემი                                                                ბოკვერი
ლომი                                                                ნუკრი
ჟირაფი                                                              ოკაპი
კურდღელი                                                      ბაჭია
ციყვი                                                                 ბელი
სპილო                                                                სპლიყვი
დათვი                                                                 ლეკვი
მგელი                                                                  კოზაკი
აქლემი                                                                 გოჭი
მელია
ღორი


დანართი 6 რომელი ცხოველი როგორ მოძრაობს?
დააკავშირე ხაზით

დათვი                                                       დაძუნძულებს
მგელი                                                        დაბაჯბაჯებს
სპილო                                                       დააბოტებს
ტურა                                                         დაცუნცულებს
მელა                                                          დატუსტუსებს
თაგვი                                                        დაცანცალებს
კურდღელი                                              დაცუცუნებს





ინტეგრირებული გაკვეთილი  ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში

იაკობ გოგებაშვილის ,,ბერიკაცი და ნამყენი“   მიხედვით       


მასწავლებელი
ნატო ნიქაბაძე
კლასი/საფეხური
I კლასი/დაწყებითი საფეხური
საგანი/ინტეგრირებული საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა; ბუნებისმეტყველება
გაკვეთილის თემა
იაკობ გოგებაშვილის ,,ბერიკაცი და ნამყენი“                35წთ
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე. ინდივიდუალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზანი
 კითხვის ჩვევის დაუფლება, გაგება-გააზრება, კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის გრძნობის გაღვივება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გრამატიკული ცოდნის განმტკიცება, ბუნებისადმი სიყვარულის და მზრუნველობის უნარის ჩამოყალიბება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან
მიმართულება კითხვა
ქართ. დაწყ. 1. 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება.
                  მიმართულება: წერა
ქართ. დაწყ. 1. 15. მოსწავლემ შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად .
 მიმართულება: ცოცხალი სამყარო.
ბუნ. 1. 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა. მსჯელობს ადამიანისათვის მცენარის მნიშვნელობაზე.
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა. ასახელებს და ადარებს წელიწადის დროებს, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, საუბრობს  თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელ ამინდზე.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას, ტექსტში ეძებენ და პოულობენ კონკრეტულ ინფორმაციას, ჩამოთვლიან და აღწერენ წელიწადის დროებს, მსჯელობენ მცენარის მნიშვნელობაზე ადამიანისათვის
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 ,,გამოწვევა“          4 წთ     (მთელი კლასი)
მიზანი: წასაკითხ ტექსტზე არსებული ცოდნისა და გამოცდილების გახსენება-გააქტიურება.
აღწერა: ტექსტის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების  (იხ. დანართი 1 და 2) გაცნობის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს: წელიწადის რა დროა ახლა? რა შრომა-საქმიანობას ეწევიან გაზაფხულზე? (მასწავლებელი წაუკითხავს ი. გრიშაშვილის გამოცანებს წელიწადის დროებზე. იხ. დანართი 5) გაგიგონიათ სიტყვა ნამყენი? მასწავლებელი აკრავს დაფაზე ,,სიტყვების სალაროს,“ სადაც განმარტებულია ეს სიტყვა. შემდეგ ,,ესვრის“ ბგერებს ნ--ა--მ--ყ--ე--ნ--ი. მოსწავლეები ,,იჭერენ“ და ამთლიანებენ სიტყვად.
აქტივობა 2. კითხვა   (ინდივიდუალური, წყვილები, გუნდური)
                                                     11წთ
მიზანი: კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
აღწერა: მასწავლებელი მოკლედ შეახსენებს ი. გოგებაშვილის ბიოგრაფიას, წაიკითხავს მოთხრობის სათაურს, ეკითხება: რის შესახებ შეიძლება იყოს ტექსტი? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს. მასწავლებელი პრაქტიკულად აჩვენებს მყნობის ნიმუშს. მიუბრუნდება ,,სიტყვების სალაროს“ ახსნის გაუგებარ სიტყვებს, წაიკითხავს ტექსტს გამომეტყველებით. კითხულობს პაუზებით, გზადაგზა ხსნის. შემდეგ აკითხებს მოსწავლეებს, იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს ,,კავშირები ტექსტში“, ,,ტექსტის ნაწილებად დაყოფა“, ინდივიდუალური, გამოკრებით და როლური კითხვა
აქტივობა 3 წუთშესვენება    (მთელი კლასი)                              2წთ
მიზანი: განტვირთვა-რელაქსაცია
აღწერა: რიტმული მოძრაობები მუსიკის თანხლებით. https://www.youtube.com/watch?v=QLOClB782EQ
აქტივობა 4. აზრობრივი რუკა   (მთელი კლასი)                                     5წთ
მიზანი: წაკითხული ტექსტის ანალიზი, ცოდნის სიღრმისეულად გააზრება.
აღწერა: მოსწავლეები პასუხს სცემენ კითხვებს. მასწავლებელი უღვივებს კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის გრძნობას. ყურადღებას ამახვილებს მოხუცის სიტყვებზე , სადაც იგი თავის შრომას ფუტკრის გარჯას ადარებს. გაანალიზდება ეს შედარება. რატომ? აქედან გამომდინარე სვამს კითხვას: როგორი ყოფილა ბერიკაცი? მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სქემას და ავსებს მოსწავლეების სიტყვებით. (წინდახედული, გონიერი, ჭკვიანი, მშრომელი, კაცთმოყვარე, მზრუნველი, კეთილი, ბრძენი, უანგარო). მოსწავლეები ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებას.
აქტივობა 5 ჯგუფური მუშაობა       5წთ
მიზანი: ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
აღწერა: მასწავლებელი კლასს ყოფს 2 ჯგუფად, აძლევს მკაფიო ინსტრუქციას 1 ჯგუფი: მოიფიქრონ წინა აქტივობაში ჩამოწერილი სიტყვების საპირისპირო სიტყვები.(,,ანტონიმები“) 2 ჯგუფი: შეავსონ კროსვორდი ,,ნამყენი“ ამეორებინებს მოსწავლეს თუ რა უნდა გააკეთონ, მისცემს დროს, ჩაურთავს ტაიმერს https://www.youtube.com/watch?v=n4y7lBw036o, რომლის დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.

აქტივობა 6.  მცენარის მნიშვნელობა (მთელი კლასი)           3წთ
მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ მცენარის მნიშვნელობა ადამიანისათვის.
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვას: რატომ ამყნობს მცენარეს მოხუცი? გარდა იმისა, რომ საკვებად იყენებენ მცენარეს კიდევ რისთვის სჭირდება ადამიანს იგი? მოსწავლეები მსჯელობენ: მცენარე გვაძლევს სიცოცხლისათვის აუცილებელ ჟანგბადს, საკვებს, ტანსაცმელს, საშენ მასალას, საწვავს, ვიტამინებს და სამკურნალო პრეპარატებს, ცხოველებისა და ფრინველების თავშესაფარს, იცავს წყალს და ნიადაგს, ქმნის განუმეორებელ სილამაზეს...
აქტივობა 7. წერა          (ინდივიდუალური)   3წთ
მიზანი: გრამატიკული ცოდნის განმტკიცება, წერის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
აღწერა: მასწავლებელი დაფაზე აკრავს დაუმთავრებელ წინადადებებს, მოსწავლეებს ურიგებს ანალოგიურ ქარგებს (შაბლონებს) შესავსებად. (დანართი 3. ) შემდეგ მასში დაითვლიან წინადადებებს, სიტყვებს მარცვლებს, ასო-ბგერებს.
შეჯამება-შეფასება
განმავითარებელი კომენტარები     2წთ
საშინაო დავალება
ა)გააგრძელონ მოთხრობა; ან  ბ) მშობლების დახმარებით დარგონ ნებისმიერი მცენარე    ან გ) გაკვეთილზე შემუშავებული,, ამკრძალავი ნიშნები“ გააცნონ მშობლებს, მეგობრებს, ახლობლებს.
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, კოგნიტური სქემები, საძირე ნერგი, დასამყნობი კალამი, ქსოვილი, წებოვანი ლენტი, ქარგა (შაბლონი) ი. გრიშაშვილის ,,წელიწადის 4 დრო“; მ. ფოცხიშვილის ,,ხე დარგე“; ხალხური ,,ტყეებს ნუ კაფავ“.
  
                             სარეზერვო აქტივობა: ,,ამკრძალავი ნიშნები“
მიზანი: ტყეში ქცევის წესების შემუშავება, ბუნებისადმი სიყვარულის გრძნობის და გარემოსადმი მზრუნველობის უნარის ჩამოყალიბება
აღწერა: მასწავლებელი ინდივიდუალურად ეკითხება ყველა მოსწავლეს: როგორ დაიცავს ის ბუნებას? მათთან ერთად შეიმუშავებს ქცევის წესებს და დაფაზე წითელ წრეებში ჩახატავს ამკრძალავ ნიშნებს. აკრძალულია: ხის მოჭრა, ყვავილების დაკრეფა ტოტების დამტვრევა, მცენარეების გათელვა, ტყის დანაგვიანება, კოცონის დანთება, ფრინველთა და ცხოველთა ,,სახლების“, კვერცხების, შვილების შეხება…

 დანართი 1           
შეფასების რუბრიკა კითხვაში ანბანისშემდგომი პერიოდისათვის

მოსწავლე
ყოველთვის
ზოგჯერ
უჭირს
1.ახერხებს ასო-ბგერების მარცვლებად, მარცვლების სიტყვებად გაერთიანებას.



2. ცნობს სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს



3. ეძებს ტექსტში გაუგებარ სიტყვებს და სვამს კითხვას.



4. შეუძლია სხვისი დაწყებული კითხვის გაგრძელება



5. ესმის წაკითხულის შინაარსი





დანართი 2     შეფასების რუბრიკა წერაში

მოსწავლე
ყოველთვის
ზოგჯერ
უჭირს
1.    მართებულად წერს ყველა ასოს.



2.    იცავს ინტერვალებს ასოებსა და სიტყვებს შორის.



3.    იწერს მარტივ ფრაზებს დაფიდან.



4.    შეუძლია სიტყვაგამოტოვებული წინადადების აღდგენა



5.    წერს კარნახით მარტივ ფრაზებს.






დანართი 3          აღადგინე სიტყვაგამოტოვებული წინადადება

1.    ბერიკაცი მსხალს ---------------- .
2.    ქუჩაში ჯოხით -------------------  ბერიკაცი.


დანართი  4   ანტონიმები

დააკავშირე ხაზით

ჭკვიანი                                                  უგნური
გონიერი                                                უჭკუო
წინდახედული                                     წინდაუხედავი
მშრომელი                                             ზარმაცი
კაცთმოყვარე                                         უზრუნველი
მზრუნველი                                           კაცთმოძულე
უანგარო                                                ახალგაზრდა
ბრძენი                                                    ანგარებიანი
მოხუცი                                                  სულელი


1.    ხალხური

ტყეებს ნუ კაფავ ძმობილო,
ტყე გატიტვლდება ბრალია,
ია და ვარდი დაჭკნება,
ფესვებს მოუთხრის ქარია.
მალე ჩამორეცხს ავდარი
კლდეღა დარჩება სალია,
მთის ცივი წყარო დაშრება,
ყანას მოგვიჭამს კალია

2.    მ. ფოცხიშვილი ,,ხე დარგე“!

ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ!
როცა მოილხენ, ხე დარგე,
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დაწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე რა უშავს,
ნურც რას იდარდებ მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!

                        ინტეგრირებული გაკვეთილი
ქართულ ენასა, ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებეში
მ. ფოცხიშვილის ,,ვაშლის ხე“  მიხედვით


მასწავლებელი
ნატო ნიქაბაძე
კლასი/საფეხური
I კლასი/დაწყებითი საფეხური
საგანი/ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა; ბუნებისმეტყველება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გაკვეთილის თემა
მ. ფოცხიშვილის ,,ვაშლის ხე“   დრო 35 წთ
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე. ინდივიდუალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მიზანი
 კითხვის ჩვევის დაუფლება, გაგება-გააზრება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გრამატიკული ცოდნის განმტკიცება, ბუნებისადმი სიყვარულის და მზრუნველობის უნარის ჩამოყალიბება, მცენარეთა შედარება, დიფერენცირება, კატეგორიზაცია. მოსწავლე ჩამოთვლის წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის შრომა-საქმიანობას, საკუთარი ჩანაფიქრის და შთაბეჭდილების გადმოსაცემად გამოიყენებს სახვითი ხელოვნების ძირითად ელემენტებს; შეძლებს ცოდნის ტრანსფერს ქართულ ენას, ბუნებისმეტყველებას და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან
მიმართულება კითხვა
ქართ. დაწყ. 1. 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება.
ქართ. დაწყ. 1. 8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტის ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით. ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და პირიქით.
                  მიმართულება: წერა
ქართ. დაწყ. 1. 15. მოსწავლემ შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად .
 მიმართულება: ცოცხალი სამყარო.
ბუნ. 1. 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა. მსჯელობს ადამიანისათვის მცენარის მნიშვნელობაზე.
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
ბუნ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა. ასახელებს და ადარებს წელიწადის დროებს, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, საუბრობს  თითოეული მათგანისათვის დამახასიათებელ ამინდზე.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
მოსწავლეები ფლობენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას, ტექსტში ეძებენ და პოულობენ კონკრეტულ ინფორმაციას, ჩამოთვლიან და აღწერენ წელიწადის დროებს, მსჯელობენ მცენარის მნიშვნელობაზე ადამიანისათვის, შეუძლიათ წაკითხული ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდის ხატვა/გაფერადება.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1.          პროვოცირება (მთელი კლასი)
,,საიდუმლო ყუთი“        5წთ
მიზანი: მოტივირება კითხვისათვის.
აღწერა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ (გეგმის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა და ა. შ.)მასწავლებელი კლასს წარუდგენს ყუთს, რომელშიც საიდუმლო საგანია მოთავსებული. მოსწავლეებმა მინიშნებებით უნდა გამოიცნონ რა დევს ყუთში. ამის შემდეგ დაფაზე ხაზავს ,,აზრობრივ რუკას“ და მოსწავლეების პასუხებს კითხვაზე როგორია ვაშლი? ჩამოწერს დაფაზე. მასწავლებელი ესაუბრება მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. აჯგუფებს მათ ხეებად, ბუჩქებად და ბალახებად. უსვამს კითხვას: რა მნიშვნელობა აქვს დედამიწისათვის მცენარეს? გამართავს მსჯელობას ტყის დაცვისა და ადამიანის გარემოსადმი პასუხისმგებლობის შესახებ. აქვე აჩვენებს ვიდეორგოლს ,,ხე, ბუჩქი, ბალახოვანი მცენარე“. https://www.youtube.com/watch?v=gk7aTTIVEoQ
აქტივობა 2.  კითხვა                  10წთ  (ინდივიდუალური, წყვილები, გუნდური)
მიზანი: კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხულობს ლექსის სათაურს ,,ვაშლის ხე“ აქვე ეკითხება: რას შეიძლება ეხებოდეს ეს ტექსტი? აქვე აცნობს პოეტს, ლექსის ავტორს მორის ფოცხიშვილს. შემდეგ გამომეტყველებით კითხულობს ლექსს. დაფაზე აკრავს ,, სიტყვების სკივრს“, სადაც ახსნილია გაუგებარი სიტყვები.
მოსწავლეები ვარჯიშობენ კითხვაში იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს: გუნდური კითხვა, წყვილებში კითხვა, გაგრძელებით კითხვა.

აქტივობა 3. წაკითხულის ანალიზი  (მთელი კლასი)           5წთ
მიზანი: ტექსტის გაგება-გააზრება.
აღწერა: მოსწავლეები პასუხს სცემენ კითხვებზე:
რა დაემართა ვაშლის ხეს?
რატომ ხმებოდა იგი?
რა არის საჭირო იმისათვის რომ მცენარემ იცოცხლოს?
როგორ უვლიდნენ ბავშვები ხეს?
რამ გაახარა ბავშვები მეორე ზაფხულს?
მისაბაძია თუ არა მათი საქციელი?
რა მნიშვნელობა აქვს ხეების მოვლას?
შენ თუ უვლი მცენარეებს? როგორ?
თვლი თუ არა რომ ხის დარგვა ადამიანების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობაა? რატომ?

აქტივობა 4. წუთშესვენება         2წთ
მიზანი: განტვირთვა-რელაქსაცია  (მთელი კლასი)
აღწერა: რიტმული მოძრაობები მუსიკის თანხლების (მასწავლებელი ჩაურთავს მელოდიას,, მაშინ როცა გიხარია“ მოსწავლეები ხალისით ვარჯიშობენ). https://www.youtube.com/watch?v=QLOClB782EQ

აქტივობა 5. შემეცნებითი თამაში ,,წელიწადის დრონი“  (ჩემი დაბადების დღე)     ორგანიზების ფორმა  (მთელი კლასი)                                       3წთ
მიზანი: ზეპირმეტყველების განვითარება ილუსტრაციის აღწერა, წელიწადის დროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობა.
აღწერა: მასწავლებელი ახასიათებს რომელიმე დროს მოსწავლეებმა კი უნდა გამოიცნონ იგი. შემდეგ მოსწავლე ახასიათებს დროს, რომელზეც თვითონ დაიბადა. ამხანაგებმა უნდა გამოიცნონ იგი .

აქტივობა 6. ხატვა      (ინდივიდუალური)                 5წთ
მიზანი: შემოქმედებითი უნარის განვითარება, ხატვის ტექნიკის გამოყენება ტრანსფერის უნარის განვითარება ნამუშევრის წარდგენა.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს, აძლევს მკაფიო ინსტრუქციას, მოსწავლეები სასურველი ფერებით აფერადებენ ვაშლის ხეს, გამოჭრიან და აკრავენ დიდ ფორმატზე, რათა შექმნან ,,საკლასო ბაღი“

აქტივობა 7. ხმოვნები და თანხმოვნები  (ინდივიდუალური)                3წთ
მიზანი: ხმოვნების და თანხმოვნების კლასიფიკაცია.
აღწერა: მასწავლებელი ურიგებს სქემებს, (დანართი3) რომლებშიც მოსწავლეები ჩამოწერენ სიტყვებს ტექსტიდან. აძლევს ინსტრუქციას: წაიკითხონ სიტყვები და ცხრილში ჩაწერონ მათში ხმოვნების და თანხმოვნების რაოდენობა.
შეჯამება შეფასება საშინაო დავალების მიცემა
განმავითარებელი კომენტარები         2წთ  
მშობლების დახმარებით დარგონ ნებისმიერი მცენარე     
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, ყუთი, ვაშლი, კოგნიტური სქემები, ვიდეო
რგოლი ხეები, ბუჩქები ბალახები, ვიდეო რგოლი ,,მაშინ როცა გიხარია“ ფანქრები, ბარათები ხეების სახელებით. https://www.youtube.com/watch?v=gk7aTTIVEoQ https://www.youtube.com/watch?v=QLOClB782EQ

                                     სარეზერვო აქტივობა

მცენარეთა მრავალფეროვნება
მიზანი: შედარება, დიფერენცირება, კატეგორიზაცია

აღწერა: მასწავლებელი დაფაზე დახაზავს სქემას  და მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას.(დანართი 4) თხოვს ყუთიდან ამოიღონ ბარათები, რომლებზეც ხეების, ბუჩქების, ბალახების სახელებია დაწერილი. მოსწავლეებმა მაგნიტურ დაფაზე ცხრილში თავისი ადგილი უნდა მიუჩინონ მცენარეს.


დანართი 1           

შეფასების რუბრიკა კითხვაში ანბანისშემდგომი პერიოდისათვის

მოსწავლე
ყოველთვის
ზოგჯერ
უჭირს
1.ახერხებს ასო-ბგერების მარცვლებად, მარცვლების სიტყვებად გაერთიანებას.



2. ცნობს სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს



3. ეძებს ტექსტში გაუგებარ სიტყვებს და სვამს კითხვას.



4. შეუძლია სხვისი დაწყებული კითხვის გაგრძელება



5. ესმის წაკითხულის შინაარსი









დანართი 2     შეფასების რუბრიკა წერაში

მოსწავლე
ყოველთვის
ზოგჯერ
უჭირს
1.    მართებულად წერს ყველა ასოს.



2.    იცავს ინტერვალებს ასოებსა და სიტყვებს შორის.



3.    იწერს მარტივ ფრაზებს დაფიდან.



4.    შეუძლია სიტყვაგამოტოვებული წინადადების აღდგენა



5.    წერს კარნახით მარტივ ფრაზებს.




დანართი 3

           სიტყვა
             ხმოვანი
        თანხმოვანი
ხე


ვაშლი


ხმებოდა


ზაფხული



 დანართი 4

                ხე
              ბუჩქი
         ბალახი










Комментариев нет:

Отправить комментарий