პრეზენტაციები


გარეული ცხოველები

https://drive.google.com/file/d/1rEDw3TjSjLcIROLMJWgqw80dzHl1pjJx/view?usp=sharing
სასწავლო რესურსის რეფლექსია
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: გარეული ცხოველები
მიზნობრივი ჯგუფი: დაწყებითი საფეხური
მასწავლებელი: ნატო ნიქაბაძე
საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მიზნები:
      ქართ. დაწყ. 1.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა, გაგება-გააზრება. ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის (მაგ. ილუსტრაციის და ტექსტის) ურთიერთ დაკავშირება
·       ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ინფორმაციას და ილუსტრაციას.
      ბუნ. 1.3 მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით.
·       აკვირდება და ადარებს სხვადასხვა ცხოველს. გადმოსცემს დაკვირვების შედეგებს.
        სლაიდ შოუ ,,გარეული ცხოველები“ არის პროგრამა PowerPoint-ის მეშვეობით გაკეთებული პრეზენტაცია. იგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. წარმატებით გამოიყენებს, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია. იგი ააქტიურებს წინარე ცოდნას და სწორ პასუხამდე მოსწავლეები თავად მიჰყავს.
        ჩემი რესურსის შექმნით მსურს მოტივაცია შევუქმნა მოსწავლეებს, რომ ხალისით გაეცნონ გარეულ ცხოველთა ჯგუფებს. პატარებს განსაკუთრებით ხიბლავთ გამოცანების გამოცნობა, მათი საშუალებით მარტივად აღწერენ საგნებისა და მოვლენების ნიშან-თვისებებს, უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი და სწორად გაცემული პასუხი უმაღლებთ მოტივაციას. ამიტომ გადავწყვიტე სლაიდზე დამეტანა როგორც გამოცანა, ასევე ილუსტრაცია.
         აღნიშნული რესურსით მოსწავლე გაეცნობა ცხოველთა მრავალფეროვნებას, დააჯგუფებს მათ, მოახდენს კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას, წაიკითხავს გამოცანას, დაფიქრდება, გაიაზრებს ტექსტს და დაასახელებს სავარაუდო ცხოველს. სწორ პასუხს მომდევნო სლაიდზე ილუსტრაციის სახით ნახავს და დაასაბუთებს თავის აზრს, რატომ მიეკუთვნება აღნიშნული ცხოველი ამა თუ იმ ჯგუფს.
        რესურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია პატარა მოსწავლეებში, რამაც გამიღრმავა სურვილი კვლავაც შევქმნა ციფრული თუ ხელნაკეთი რესურსი, რომელსაც სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.





მცენარეები

https://drive.google.com/file/d/1WsLn7TNSsio8Oorji-YlH4sDo5J-5B-7/view?usp=sharing

Комментариев нет:

Отправить комментарий