მე და ჩემი პატარა მეგობრები ვამზადებთ რესურსს
აი რა გამოგვივიდა
ჩემი სამოდელო გაკვეთილი
2019 წლის 8
მაისს ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა
იყო ი. გოგებაშვილის ,,ბერიკაცი და ნამყენი’’ მიზანი: კითხვის ჩვევის დაუფლება, გაგება-გააზრება,
კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის გრძნობის გაღვივება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, გრამატიკული
ცოდნის განმტკიცება, ბუნებისადმი სიყვარულის და მზრუნველობის უნარის ჩამოყალიბება.
გაკვეთილი საინტერესოდ
წარიმართა. ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე. მიზანი სრულად შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო
გეგმას. მოსწავლეებმა შეძლეს კითხვა, გაგება-გააზრება, საკუთარი აზრის გამოთქმა, დასაბუთება,
იმუშავეს სხვადასხვა სქემაზე, რომლებიც ორიენტირებული იყო ტექსტის გაგება-გააზრებაზე,
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
ჩატარებული გაკვეთილის
ძლიერ მხარედ მიმაჩნია კოგნიტური სქემების გამოყენება, რამაც გაუადვილა მოსწავლეებს
ტექსტის გაგება-გააზრება. რესურსები სრულად შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას, მიზანს
და აქტივობებს. მათ გამოსაყენებლად მოსწავლეებს ნათელ, სრულფასოვან ინსტრუქციას ვაძლევდი,
ვამეორებინებდი ამ ინსტრუქციას და ამის შემდეგ ვაძლევდი დავალებას. განსაკუთრებით საინტერესო
იყო მოსწავლეებისთვის პრაქტიკულად მყნობის სწავლება, თავისი ხელით დაამზადეს კვირტები
და დაამყნეს მცენარე.
ძლიერ მხარედ მიმაჩნია აგრეთვე ჯგუფური მუშაობის გამოყენება,
რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობითი და სოციალური უნარების განვითარებას, ასევე საკუთარი
აზრის გამოთქმას, დასაბუთებას და არგუმენტირებას
გაკვეთილზე გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება.
წინასწარ შევადგინე შეფასების რუბრიკები. არ ვიშურებდი კომპლიმენტებს ვუხსნიდი რა გააკეთეს
კარგად და რა საჭიროებს გაუმჯობესებას. ამისათვის დეტალურ და კონკრეტულ რჩევას ვაძლევდი.
მიმაჩნია, რომ
გაკვეთილის მიზნის მიღწევაში მრავალფეროვანი აქტივობები და რესურსები დამეხმარა განსაკუთრებით
კი კოგნიტური სქემები.
აღნიშნული თემა
წარმატებით დავუკავშირეთ საგან ბუნებისმეტყველებას.
ლექსიკური მარაგის
გასამდიდრებლად გამოვიყენე აქტივობა ,,ანტონიმები’’. მოსწავლეებმა ბევრი ახალი სიტყვის
მნიშვნელობა გაიგეს.
კითხვის უნარის
დაუფლებისათვის გამოვიყენე სხვადასხვა სტრატეგია: ინდივიდუალური, გამოკრებით, როლური,
კავშირები ტექსტში, ტექსტის ნაწილებად დაყოფა და სხვა.
მოსწავლეებმა
შეასრულეს გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული დავალებები: ,, პერსონაჟის რუკა, ,, თავიდან,
მერე, ბოლოს’’
აქტივობა ,, ამკრძალავი
ნიშნები’’ მიზნად ისახავდა ბუნებისადმი სიყვარულის გრძნობის, გარემოსადმი მზრუნველობის
უნარის ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა თავად შეადგინეს წესები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ
ბუნებაში.
გაკვეთილი გეგმის
მიხედვით წარიმართა. რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროება არ დამდგარა. დრო გავანაწილე
მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები.
გავაანალიზე რა
ჩატარებული გაკვეთილი, ვთვლი რომ სერიოზული ხარვეზი გაკვეთილზე არ გამოვლენილა
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი
2019 წლის 3 მაისს ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პირველ კლასში. გაკვეთილის თემა იყო მ. ფოცხიშვილის
,,ვაშლის ხე.“ მიზანი: კითხვის ჩვევის დაუფლება,
გაგება-გააზრება, ბუნებისადმი სიყვარულის და მზრუნველობის უნარის ჩამოყალიბება, მცენარეთა
შედარება, დიფერენცირება, კატეგორიზაცია, საკუთარი ჩანაფიქრის და შთაბეჭდილების გადმოცემა
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტებით.
გაკვეთილი
ინტეგრირებული იყო ბუნებისმეტყველებასთან, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან.
გაკვეთილი
საინტერესოდ წარიმართა. ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა შეძლეს კითხვა, გაგება-გააზრება,
მოიფიქრეს ლექსის ალტერნატიული სათაური, შეუსაბამეს ანდაზები და ა. შ. გაუღვივდათ ბუნებისადმი
მზრუნველობის უნარი, შეძლეს ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენას, ბუნებისმეტყველებას და სახვით
და გამოყენებით ხელოვნებას შორის.
ჩატარებული
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მრავალფეროვანი თვალსაჩინოების, კოგნიტური სქემების
გამოყენება, რაც ძალიან დაეხმარათ მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში, ანალიზში.
რესურსები
სრულად შეესაბამებოდა გაკვეთილის თემას, მიზანსა და აქტივობებს, მათ გამოსაყენებლად
მოსწავლეებს სრულყოფილ ინსტრუქციას ვაძლევდი.
კითხვის
უნარის დაუფლებისათვის მრავალფეროვანი სტრატეგიები გამოვიყენე, ინდივიდუალური, გუნდური,
გამოკრებით, წყვილებში კითხვა, ტექსტის ნაწილებად დაყოფა.
ხალისით
წარიმართა შემეცნებითი თამაში ,,წელიწადის დრონი“, ,,ჩემი დაბადების დღე“. მოსწავლე
მინიშნებებით აღწერდა დროს, როცა დაიბადა, დანარჩენები კი ცდილობდნენ გამოეცნოთ იგი.
შემოქმედებითი
უნარის განვითარებას მიეძღვნა აქტივობა ,,ხატვა“, აქტივობა წყვილებში მუშაობით წარიმართა,
მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით შექმნეს ,,საკლასო ვაშლის ბაღი“.
გაკვეთილზე
გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება. წინასწარ შევადგინე შეფასების რუბრიკები, არ
ვიშურებდი კომპლიმენტებს, ვუხსნიდი რა გააკეთა კარგად, რა საჭიროებს გაუმჯობესებას.
მიმაჩნია,
რომ გაკვეთილის მიზნის მიღწევაში მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები დამეხმარა.
პატარებს ახალისებთ, მოტივაციას უზრდით ელექტრონული რესურსების გამოყენება. ვიდეორგოლის
,,ხე, ბუჩქი, ბალახოვანი მცენარე“ -ს ნახვამ გაუადვილათ მცენარეთა კლასიფიკაციის შესწავლა.
წუთშესვენებისთვის, განტვირთვა-რელაქსაციისთვის ზემოთხსენებული ვიდეორგოლის გამოყენებამ
კი ძალიან გაახალისა პატარები.
მოსწავლეებმა
ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ მრავალფეროვან კითხვას უპასუხეს. გამოთქვეს
საკუთარი აზრი და დაასაბუთეს იგი არგუმენტებით ტექსტიდან.
კლასი მცირერიცხოვანია.
აქტივობებს სწრაფად ვასრულებდით და ამიტომ გამოვიყენე სარეზერვო აქტივობაც.
გაკვეთილი
გეგმის მიხედვით წარიმართა. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. დრო მიზნობრივად
გავანაწილე.
გავაანალიზე
რა ჩატარებული გაკვეთილი ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზი გაკვეთილზე არ გამოვლენილა.